ქათმის კატლეტი არაჟნით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.03, 2022 წელი

გემრიელი ქათმის კატლეტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 ქათმის ფარში
🔸 150 გრამი სტაფილო, 100 გრამი მწვანე ხახვი, 1 კბილი ნიორი
🔸 10 გრამი შვრიის ფანტელი, 150 გრამი არაჟანი
🔸 ცოტა ტკბილი, წითელი წიწაკა, მარილი, 50 მილილიტრი წყალი, 2 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის ფარშს დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, გასრესილი ნიორი, 100 გრამი არაჟანი, შვრიის ფანტელი, მარილი, ტკბილი წიწაკა და აურიეთ კარგად. გააკეთეთ ბურგერის ფორმის კატლეტები და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო სიძლიერის ცეცხლზე. ჩაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში. გადაუსვით დარჩენილი არაჟანი სათითაოდ. ფორმაში ჩაასხით მდუღარე წყალი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან