კულინარია

ქათმის გულიაში

№7

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.02

ქაათმის გულიაში
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 700 გრამი ქათმის ფილე

🔸 150 გრამი ბულგარული წიწაკა

🔸 150 გრამი ხახვი

🔸 150 გრამი სტაფილო

🔸 500 მილილიტრი წყალი

🔸 70 გრამი ტომატ-პასტა

🔸 5 გრამი შებოლილი

🔸 დაფქული წიწაკა

🔸 20 გრამი ფქვილი

🔸 30 მილილიტრი ზეთი

🔸 2 ჩაის კოვზი მარილი

🔸 ხმელი სუნელი, 40 გრამი მაიონეზი.

მომზადების წესი 👩‍🍳

დაჭერით წვრილად ხახვი, სტაფილო და ბულგარული წიწაკა. საშუალო ზომაზე დაჭერით ქათმის ფილე, მოათავსეთ ტაფაზე და მოასხით სულ ცოტა ზეთი, მოაყარეთ ხახვი, სტაფილო, ბულგარული წიწაკა, მოასხით დარჩენილი ზეთი, წყალი, აურიეთ რამდენჯერმე, შეურიეთ ფქვილი, დააფარეთ თავსახური და მოშუშეთ. შეურიეთ მაიონეზი და ტომატ-პასტა, მოაყარეთ ხმელი სუნელი, მარილი და შებოლილი წიწაკა, აურიეთ და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული