ქათმის გულ-ღვიძლი მჟავე კიტრით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.12, 2021 წელი

ქათმის გულ-ღვიძლის გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸100 გრამი ქათმის გული, 100 გრამი ქათმის ღვიძლი, 100 გრამი ქათმის კუჭი
🔸 4 სადილის კოვზი ზეთი
🔸 3 ცალი მჟავე კიტრი, 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო
🔸 2,5 ლიტრი წყალი
🔸 1 ცალი მოზრდილი კარტოფილი
🔸 4 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 2 ცალი დაფნის ფოთოლი, ცოტა მწვანე ხახვი, კამა, ოხრახუში
🔸 სურნელოვანი და შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
2,5 ლიტრ წყალს დაამატეთ ცოტა მარილი და მოხარშეთ მასში ქათმის შიგნეულობა, შემდეგ ამოიღეთ და დაჭერით. ბულიონი კი გაფილტრეთ და შეინახეთ. ხახვი დაჭერით წვრილ ჩხირებად. სტაფილო გახეხეთ და ხახვთან ერთად მოშუშეთ. გახეხეთ კიტრიც. შეურიეთ ხახვსა და სტაფილოს და ცოტა ხანი კიდევ შუშეთ.
კარტოფილი დაჭერით მომცრო კუბიკებად, მოათავსეთ ბულიონში მოხარშეთ. ხარშვის ბოლოს ჩაუმატეთ ქათმის შეგნეული, დაუმატეთ დაფნის ფოთოლი, მარილი, სურნელოვანი პილპილი, მოშუშული ბოსტნეული კიტრთან ერთად და 4 სადილის კოვზი არაჟანი. აურიეთ, მიიყვანეთ ადუღებამდე და უყავით პილპილი. სულ ბოლოს, როცა უკვე გამორთავთ, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი, ოხრახუში და კამა.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან