კულინარია

ქათმის ბარკლები ბერძნულად

№27

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.07

ქათმის ბარკლები
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 კილოგრამი ქათმის ბარკალი

🔸 2 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 ჭიქა ნაკლებცხიმიანი იოგურტი ან კეფირი

🔸 2 სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 ცოტა ორეგანო, მარილი

🔸 შავი პილპილი და წიწაკა - გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

შეურიეთ ერთმანეთს ზეითუნის ზეთი, იოგურტი ან კეფირი, დაამატეთ დაქუცმაცებული ნიორი, მარილი, წიწაკა, პილპილი, ორეგანო, ლიმონის წვენი და დაჭრილი ოხრახუში. სპეციალურ პოლიეთილენის პაკეტში გადაიტანეთ ქათმის ბარკლები, დაუმატეთ მარინადი და პაკეტი მაცივარში რამდენიმე საათით დატოვეთ. ხორცი მარინადთან ერთად საცხობ ფორმაზე გადაიტანეთ, დააფარეთ ფოლგა და მოამზადეთ ღუმელში 190 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ფოლგა მოაშორეთ და აცხვეთ სასურველი ფერის მიღებამდე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა