კატლეტი სოკოს შიგთავსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.09
სოკოს გემრიელი კატლეტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ქათმის ან ინდაურის ფილე
🔸 100 გრამი ისპანახი
🔸 8 ცალი ქამა სოკო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 ცოტა ტკბილი წიწაკა
🔸 კამა, ოხრახუში
🔸 1 სადილის კოვზი კარაქი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი
🔸 70 გრამი პური
🔸 წყალი პურის დასასველებლად
🔸 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი
🔸 ცოტა საფანელი
🔸 თეთრი პილპილი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ხახვი და ქამა სოკო დაჭერით. ცხელ ტაფზე გაადნეთ კარაქი, მოშუშეთ მასზე ხახვი და სოკო. ისპანახი დაჭერით წვრილად. ფილესგან მოამზადეთ ფარში. ისპანახი, ხახვი, სოკო, მწვანილი, გაატარეთ ხორცსაკეპში ან დააბლენდერეთ და ეს ყველაფერი შეურიეთ ფარშს. შემდეგ დაუმატეთ წყალში დამბალი თეთრი პური, წიწაკა, თეთრი პილპილი, მარილი, მუსკატის კაკალი და აურიეთ ძალიან კარგად. გააკეთეთ ამ ფარშისგან კატლეტები, ამოგანგლეთ საფანელში და შეწვით ცხელ ტაფაზე, ორ სადილის კოვზ ზეთში, ორივე მხრიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან