კულინარია

კატლეტი აირღუმელიდან

№22

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.06

კატლეტი აირღულემში
დაკოპირებულია

გემრიელი კატლეტის რეცეპტი "თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 450 გრამი ძროხის ხორცის ფარში

🔸 400 გრამი ყაბაყი

🔸 2 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი

🔸 1 თავი ხახვი

🔸 50 მილილიტრი წყალი

🔸 3 სადილის კოვზი მანანის ბურღული

🔸 100 გრამი არაჟანი

🔸 1 სადილის კოვზი პესტო

🔸1 სადილის კოვზი ზეითუნის ზეთი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გათალეთ, გახეხეთ მსხვილკბილა სახეხზე, მოაყარეთ ცოტა მარილი და გააჩერეთ 15 წუთი, შემდეგ კარგად გაწურეთ, ხახვი გაატარეთ ხორცსაკეპში, შეურიეთ ფარშს ყაბაყთან ერთად, კარტოფილის ფქვილი გახსენით მცირე რაოდენობის ცივ წყალში, შეურიეთ ფარშს და კარგად აზილეთ, დაუმატეთ ზეითუნის ზეთი, მარილი და პილპილი, პესტო. ბოლოს შეურიეთ არაჟანი და გააკეთეთ კატლეტები, ამოგანგლეთ მანანის ბურღულში. დაალაგეთ გამოსაცხობ ტაფაზე და მოათავსეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმელში. 15-20 წუთში მზად იქნება. შეგიძლიათ, ცხობის დასრულებამდე 5 წუთით ადრე მოასხათ არაჟანი და ისევ მოათავსეთ აირღუმელში 5-7 წუთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული