კულინარია

კატლეტები პომიდვრის სოუსში

№4

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 07.02

კატლეტი პომიდვრის წვენში
დაკოპირებულია

გემრიელი კატლეტების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 450 გრამი შერეული ხორცის ფარში

🔸 250 გრამი წიწიბურა

🔸 80 გრამი ხახვი

🔸 80 გრამი სტაფილო

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 1 კვერცხი

🔸 1 სადილის კოვზი ტომატ-პასტა

🔸 400 მილილიტრი წყალი

🔸 ნახევარი ჩაის კოვზი ხმელი სუნელი ხორცისთვის

🔸 მარილი, პილპილი, სულ ცოტა შაქარი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 რეჰანი.

მომზადების წესი 👩‍🍳

წიწიბურა წინასწარ მოხარშეთ, ბოსტნეული დააბლენდერეთ. ფარშში შეურიეთ წიწიბურა, კვერცხი, მარილი, სუნელი და პილპილი. აურიეთ ძალიან კარგად. სველი ხელებით გააკეთეთ კატლეტები, ამოგანგლეთ ფქვილში და შეწვით ცხელ, ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან.

ცალკე ტომატ-პასტაში შეურიეთ წყალი, ჩაუმატეთ ცოტა მარილი და შაქარი და ეს სოუსი დაასხით კატლეტებს. შუშეთ ძალიან დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. გადმოიღეთ ღრმა ლანგარზე და მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი რეჰანი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა