ქათამი პიკანტური სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.09

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქათამი
🔸 1,5 სუფრის კოვზი ფქვილი
🔸1 ჩაის კოვზი კოჭა
🔸 2 კბილი დანაყული ნიორი
🔸 4 სადილის კოვზი არაჟანი
🔸 2 თავი ხახვი
🔸 6-7 ღერი ახალი ქონდარი
🔸1 სადილის კოვზი კარაქი
🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქათამი დაჭერით ნაჭრებად, ხახვი – წვრილად. ქვაბში გააცხელეთ კარაქი, ჩააწყვეთ ქათმის ნაჭრები, დააფარეთ თავსახური და დაბალ ცეცხლზე ჩაშუშეთ. შემდეგ, დაუმატეთ ხახვი და განაგრძეთ მოშუშვა. როცა ხორცი დარბილდება, დაასხით 1 ჭიქა წყალი, დააფარეთ სახურავი და იდუღოს.
ცალკე ჯამში აურიეთ არაჟანი, ფქვილი, ნიორი, მარილი, წიწაკა, კოჭა და 3 ჭიქა წყალი, მიღებული მასა დაასხით ქათამს და ამოურიეთ. წამოადუღეთ. ბოლოს მოაყარეთ ქონდარი და გადმოდგით ცეცხლიდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან
11–17 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

როგორ მიიყვანა რთულმა გზამ გიორგი ხიზანიშვილი ევრო...