კულინარია

ქათამი მდნარი ყველით

№37

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.09

ქათამი მდნარი ყველით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 ქათამი

🔸 1 ლიტრი წყალი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 400 გრამი მდნარი ყველი

🔸 მეოთხედი ჩაის კოვზი მარილი

🔸 შავი პილპილი – გემოვნებით

🔸 1 ცალი დაფნის ფოთოლი

🔸 3 ღერი დაჭრილი მწვანე ხახვი ზემოდან მოსაყრელად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათამი დაჭერით, გადაიტანეთ ღრმა ტაფაზე და დაასხით წყალი. მოაფრქვიეთ მარილი, პილპილი და დაფნის ფოთოლიც ჩაუმატეთ. დააფარეთ თავსახური და ხარშეთ საშუალო ცეცხლზე 50-60 წუთი. შემდეგ დაუმატეთ მდნარი ყველი და კარგად ამოურიეთ. ყველი მთლიანად რომ შეერევა ხორცს, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და ისევ ამოურიეთ. კიდევ 10 წუთით დააყოვნეთ და მოაყარეთ დაჭრილი მწვანე ხახვი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №40

30 სექტემბერი - 6 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა