კულინარია

ქათამი იტალიურად

№20

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 22.05, 2023 წელი

ქათამი იტალიურად
დაკოპირებულია

ქათმის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 800 გრამი ქათმის ფილე

🔸 500 გრამი გახეხილი პომიდორი

🔸 200 გრამი ხახვი

🔸 200 გრამი ბულგარული წიწაკა

🔸 1 ჩაის კოვზი ორეგანო

🔸 1 ჩაის კოვზი ბაზილიკი

🔸 მარილი, წიწაკა

🔸 40 მილილიტრი ზეითუნის ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფილე დაჭერით საშუალო ზომის კუბიკებად, ხახვი და ბულგარული წიწაკა – ძალიან წვრილად. ცეცხლგამძლე თასში ჩაასხით ზეთი, ხახვი და ხორცი, კარგად აურიეთ და 15 წუთით დადგით დაბალ ცეცხლზე. დროდადრო აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი და სუნელები. კიდევ 10 წუთი იყოს დაბალ ცეცხლზე. რამდენჯერმე აურიეთ, ჩაუმატეთ გახეხილი პომიდორი და შუშეთ ნახევარი საათი. გადმოდგით, მოაყარეთ წიწაკა და მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი