ქათამი ისპანახითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.09
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ნაჭერიი ქათმის ფილე
🔸 1 ჭიქა ნაღები
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 8-10 ღერი დაჭრილი ისპანახი
🔸 1 სადილის კოვზი სუნელების მიქსი (პაპრიკა, პილპილი, ორეგანო, ჩილი)
🔸 100 გრამი გახეხილი ყველი პარმეზანი
🔸 8 ცალი პომიდორი ჩერი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 2 ჭიქა ქათმის ბულიონი
🔸 ზეითუნის ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი 👩🍳
ტაფაზე, ზეთში შეწვით ქათმის ფილე ორივე მხრიდან. გადმოიღეთ თეფშზე და იმავე ტაფაზე შებრაწეთ დაჭრილი ნიორი, დაუმატეთ ნაღები, ბულიონი, სუნელები და გახეხილი პარმეზანი. ადუღეთ, დაახლოებით, 5-7 წუთი, მასის გასქელებამდე, ისე, რომ მორევა არ შეწყვიტოთ. დაუმატეთ დაჭრილი ისპანახი და შუაზე გაჭრილი პომიდორი. ტაფაში ჩააბრუნეთ ქათმის ფილე, ჩაუმატეთ მარილი და პილპილი და წამოადუღეთ.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან