კულინარია

ქათამი ღვინითა და ზეთისხილით

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.07

ქათამი ღვინით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 1 ქათამი

🔸 2 თავი ხახვი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 2 ცალი ბულგარული წიწაკა

🔸 2 ცალი პომიდორი

🔸 125 მილილიტრი თეთრი ღვინო

🔸 1 კონა ქონძი

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 1 კონა რეჰანი

🔸 მარილი და წიწაკა – გემოვნებით

🔸 ნახევარი ქილა უკურკო ზეთისხილი, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ქათამი შეწვით და დაჭერით. სოუსისთვის – ტაფაზე მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, მსხვილად დაჭრილი ნიორი, სიგრძეზე დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ჩაასხით ღვინო და გააჩერეთ ცეცხლზე 2 წუთი, ჩაამატეთ გახეხილი პომიდორი, დაჭრილი ქინძი, ოხრახუში, რეჰანი, მარილი და წიწაკა. ოდნავ რომ შეგრილდება, დაამატეთ შუაზე გაჭრილი ზეთისხილი. ქათამი მოათავსეთ ღრმა ლანგარზე და მოასხით მომზადებული სოუსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული