კულინარია
ქათამი ბროწეულის წვენით
№38
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.10

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ქათამი
🔸 1 დიდი თავი ხახვი
🔸 1 ჩაის კოვზი ხმელი ქონდარი
🔸 1 ცალი დიდი ბროწეული
🔸 ნახევარი კონა ქინძი
🔸 მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭრილი ქათამი მოათავსეთ ღრმა საცხობ ფორმაში, მოაყარეთ მარილი, ალყა-ალყა დაჭრილი ხახვი, დაამატეთ ხმელი ქონდარი, 1 მთლიანი ბროწეულის წვენი და შეწვით ღუმელში 200 გრადუსზე, დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში. ბოლოს ღუმელს ჩაურთეთ ზედა წვა, რომ ხორცი კარგად მოიბრაწოს ზემოდან. შემდეგ გამოიღეთ და სუფრაზე გატანამდე ზემოდან მოაყარეთ ბროწეულის მარცვლები და დაჭრილი ქინძი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან