კულინარია

ქათამი ბოსტნეულით

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00

ქათამი ბოსტნეულით
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 2 ცალი ქათმის ბარკალი (შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვა ნაწილებიც)

🔸 პატარა თავი თეთრი კომბოსტო

🔸 ერთი თავი ხახვი

🔸 2 ცალი ტკბილი წიწაკა

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 სურვილისამებრ – 3 ცალი სოკო

🔸 2 სადილის კოვზი კეტჩუპი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 3 კბილი ნიორი, მარილი, შავი პილპილი

🔸 ახალი მწვანილი — გემოვნებით. მცენარეული ზეთი — შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბოსტნეული დაჭერით, კომბოსტო დაქუცმაცეთ, წიწაკა და პომიდორი თხლად დაჭერით, სტაფილო კი მსხვილად გახეხეთ.

ქათამი დაჭერით საშუალო ნაჭრებად (თუ ბარკალია — მთლიანადაც შეგიძლიათ) და შეწვით მცენარეულ ზეთში, სანამ ოქროსფრად არ დაიბრაწება. დაუმატეთ ხახვი, შემდეგ სტაფილო და კომბოსტო, მოურიეთ, დააფარეთ სახურავი და მოშუშეთ დაბალ ცეცხლზე 10 წუთი. შემდეგ დაუმატეთ ტკბილი წიწაკა და პომიდორი. ცოტაოდენი მარილი, ერთი ჭიქა წყალი და სურვილისამებრ – სოკო. ხარშეთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე.

დასასრულს ჩაუმატეთ კეტჩუპი და არაჟანი, მოურიეთ და კიდევ 7–8 წუთი შუშეთ. მომზადების ბოლოს ჩაამატეთ პილპილი, ნიორი, მწვანილი და ცოტა ხანი კიდევ იშუშოს. მიირთვით ცხელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

3–9 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა