კულინარია

ქათამი არაჟნის სოუსში

№51

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.01, 2023 წელი

ქათამი არაჟნით
დაკოპირებულია

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ ქათამი არაჟნის სოუსში.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1 ქათამი

🔸 2 ხახვი

🔸 50 გრამი კარაქი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 ცალი პომიდორი ან 1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა

🔸 50 გრამი არაჟანი

🔸 50 მილილიტრი წყალი

🔸ნახევარი კონა ქინძი

🔸 მარილი

🔸 წიწაკა

🔸 სუნელები - ხმელი ქინძი

🔸 ყვითელი ყვავილი და უცხო სუნელი გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

შეწვით გასუფთავებული ქათამი. ნელ ცეცხლზე კარაქში მოშუშეთ დაჭრილი ხახვი, ჩაამატეთ გახეხილი ნიორი და გახეხილი პომიდორი ან 1 სუფრის კოვზი ტომატის პასტა. არაჟანში გათქვიფეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ყვითელი ყვავილი, გააზავეთ წყლით და ისიც ჩაასხით ქვაბში. ჩაამატეთ წვრილად დაჭრილი ქინძი, წიწაკა, მარილი, ამოურიეთ, ჩაალაგეთ შიგ შემწვარი ქათმის ნაჭრები, წამოადუღეთ და გამორთეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი