კარტოფილისა და სოკოს მობრაწულა
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 28.04, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ კარტოფილისა და სოკოს მობრაწულა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 კილოგრამი კარტოფილი
🔸 100 გრამი კარაქი
🔸 300 გრამი ქამა სოკო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 1 ჩაის კოვზი მარილი, შავი პილპილი და სანელებლები – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
გათალეთ და თხლად დაჭერით კარტოფილი. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი, მარილი, პილპილი და სანელებლები. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ერთ ფენად მოალაგეთ კარტოფილი, შემდეგ – დაჭრილი სოკო, ისევ კარტოფილი და ასე შემდეგ. თავზე მოასხით გამდნარი კარაქი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, 30-40 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან