კულინარია

კარტოფილისა და სოკოს ჩახრაკული (სამარხვო)

№12

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.03

კარტოფილის ჩახრაკული
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი თხელკანიანი კარტოფილი

🔸 70 გრამი ქამა სოკო

🔸 ზეთი

🔸 კამა და ოხრახუში

🔸 მარილი გემოვნებით, შავი პილპილი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო მსხვილად დაჭერით, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, პილპილი და მარილი. აურიეთ კარგად. კარტოფილი ძალიან კარგად გარეცხეთ, გაუკეთეთ ღრმა ჩანაჭრები და ამ ჩანაჭრებში მოათავსეთ სოკოს სატენი. გამოსაცხობ ტაფაზე გაშალეთ ფოლგა, დაალაგეთ მასზე კარტოფილები, გადააფარეთ ფოლგა და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ გახსენით, კარგად დანამეთ ზეთით, შეაბრუნეთ და შებრაწეთ. 20 წუთის შემდეგ მზად იქნება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №11

17-23 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა