კულინარია

კარტოფილისა და შებოლილი ხორცის ჩაშუშული

№43

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 29.10, 2024 წელი

შებოლილი ხორცი
დაკოპირებულია

გემრიელი ჩაშუშულის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი ქათმის შებოლილი მკერდი

🔸1 კილოგრამი კარტოფილი

🔸 450 გრამი პომიდორი საკუთარ წვენში

🔸 2 თავიხახვი

🔸 ცოტა შაქარი

🔸 ოხარხუში

🔸 ზეთი

🔸 100 მილილიტრი წყალი

🔸 მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

ხახვი დაჭერით წვრილად და მოშუშეთ ზეთში. დაუმატეთ კუბკებად დაჭრილი ხორცი, ცოტა მოხრაკეთ და მოაყარეთ, ასევე, კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. აურიეთ, დაასხით წყალი, დააფარეთ თავსახური და შუშეთ 10 წუთი. შემდეგ მოასხით დაჭრილი პომიდორი წვენიანად, შუშეთ თავდახურული კიდევ 10 წუთი. ჩაუმატეთ მარილი, პილპილი, ცოტა შაქარი და აურიეთ. 5 წუთის შემდეგ მოაყარეთ მსხვილად დაჭრილი ოხრახუში და მზად არის.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა