კარტოფილისა და ყველის ქაბაბი ბეკონში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 05.09, 2022 წელი
გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი კარტოფილი
🔸 50 გრამი საშუალო სიმკვრივის ყველი
🔸 150 გრამი ბეკონი
🔸 მესამედი ჩაის კოვზი კურკუმა
🔸 მესამედი ჩაის კოვზი ტკბილი წიწაკა და მესამედი ჩაის კოვზი ქარი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი კანიანად გარეცხეთ და მოხარშეთ. ყველი წვრილად გახეხეთ. მოხარშული კარტოფილი გაატარეთ ხორცსაკეპში. მოათავსეთ თასში. დაუმატეთ გახეხილი ყველი, პილპილი, მარილი და სუნელები. აურიეთ ძალიან კარგად. ეს მასა გაყავით სამ ნაწილად, მიეცით ქაბაბის ფორმა, წამოაცვით შამფურებზე და სათითაოდ შემოახვიეთ ბეკონი, ისე, რომ „ქაბაბი“ მთლიანად დაიფაროს. შეწვით გრილზე ან მაყალზე. მიირთვით ცხელი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან