კულინარია
კარტოფილისა და ყველის ქაბაბი ბეკონით
№9
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 12.03, 2025 წელი
გემრიელი ქაბაბის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი კარტოფილი
🔸 50 გრამი ყველი
🔸 150 გრამი ბეკონი
🔸 1/3 ჩაის კოვზი კურკუმა
🔸 1/3 ჩაის კოვზი შებოლილი წიწაკა
🔸 1/3 ჩაის კოვზი ქარი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი გარეცხეთ და კანიანად მოხარშეთ, ყველი გახეხეთ, მოხარშულ კარტოფილს გადააცალეთ კანი და გაატარეთ ხორცსაკეპში. შეურიეთ გახეხილი ყველი, კურკუმა, წიწაკა, ქარი, ძალიან ცოტა მარილი და აურიეთ ძალიან კარგად. გაყავით კარტოფილის მასა სამ ნაწილად, თითოეულს მიეცით ქაბაბის ფორმა, მჭიდროდ შემოახვიეთ ბეკონი და შებრაწეთ გრილზე. მიირთვით პომიდვრის სალათასთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან





