კულინარია

კარტოფილის წვნიანი სოკოთი (სამარხვო)

№13

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.04

კარტოფილის წვნიანი
დაკოპირებულია

გემრიელი სამარხვო კერძის რეცეპტი „თბილისელებისგან“👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 სადილის კოვზი კიტრის მწნილის მარინადი

🔸 800 გრამი კარტოფილი

🔸 500 გრამი ქამა სოკო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ცოტა დაჭრილი ჭინჭარი

🔸 2 სადილის კოვზი ბრინჯი

🔸 ცოტა კამა და ოხრახუში.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო მოხარშეთ. ქუდები შეინახეთ, „ფეხები“ კი დააქუცმაცეთ. წვრილად დაჭერით ხახვი, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ მასზე სოკოს „ფეხებთან“ ერთად. სოკოს თავები დაჭერით მსხვილად, შეურიეთ ხახვიან მასას, დაასხით წყალი და ხარშეთ 20 წუთი. შემდეგ ჩაუმატეთ გარეცხილი ბრინჯი და კუბიკებად დაჭრილი კარტოფილი. ჭინჭარი დაჭერით, გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე და დაწურეთ. ესეც ჩაუმატეთ წვნიანს და ბოლოს ჩაასხით მწნილის მარინადი. კარტოფილი რომ მოიხარშება წვნიანი მზად არის. შეგიძლიათ, თეფშებში გადანაწილებულს მოაყაროთ მსხვილად დაჭრილი კამა და ოხრახუში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული