კულინარია

კარტოფილის სალათა წითელი ხახვით

№25

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.06

კარტოფილის სალათა
დაკოპირებულია

კარტოფილის გემრიელი სალათის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი კარტოფილი

🔸 2 ცალი წითელი ხახვი

🔸 200 გრამი ძეხვი

🔸 120 გრამი ბეკონი

🔸 5 ცალი კიტრი მარინადში

🔸 4 სადილის კოვზი ვაშლის ძმარი

🔸 1 სადილის კოვზი ყავისფერი შაქარი

🔸 ნახევარი კონა ოხრახუში

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით.

მომზადების წესი 👩‍🍳

უმჯობესია „მონადირული“ ძეხვი – ნახევრად შებოლილი და მაღალი ხარისხის, ასევე, მაღალი ხარისხის უნდა იყოს ბეკონიც. კარტოფილი გათალეთ და დაჭერით ცოტა მსხვილად, დაასხით წყალი და მოხარშეთ 10-12 წუთის განმავლობაში, არ ჩაიშალოს, გადაწურეთ, ბეკონი დაჭერით და მშრალად მოშუშეთ ცხელ ტაფაზე, წითელი ხახვი დაჭერით თხელ რგოლებად, ბეკონის ცხიმიან ტაფაზე მოათავსეთ ძეხვი, მოაყარეთ ხახვი, აურიეთ და მოშუშეთ 5-7 წუთი. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, ცოტა შაქარი, მარილი, პილპილი, მოასხით ვაშლის ძმარი, შუშეთ და თან ურიეთ, დაუმატეთ კარტოფილი, აურიეთ, ცოტა მოიბრაწება და გადმოდგით, კარტოფილი რომ გაგრილდება, კერძში ჩაამატეთ მსხვილად დაჭრილი კიტრის მწნილი. სალათა გადაიტანეთ მოზრდილ თასში, მოაყარეთ ბეკონი და დაჭრილი ოხრახუში, გემრიელია როგორც ცივი, ისე თბილი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

24-30 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული