კარტოფილის მობრაწულა ლორით, კვერცხითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 25.06, 2022 წელი

„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ, კარტოფილის მობრაწულა ლორით, კვერცხითა და ყველით.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 800 გრამი კარტოფილი
🔸 50 გრამი ყველი
🔸 120 გრამი ლორი
🔸 4 კვერცხი
🔸 3 თავი ხახვი
🔸 250 მილილიტრი რძე
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი, ცოტა კარაქი.
მომზადების წესი 👩🍳
დაჭერით ხახვი და ლორი და მოშუშეთ ზეთში, დაახლოებით, 10 წუთით. ათქვიფეთ კვერცხი, დაუმატეთ რძე, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. კარტოფილი დაჭერით თხლად. საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი. ერთ ფენად მოალაგეთ კარტოფილი, მოაყარეთ მოშუშული ხახვი და ლორი, შემდეგ – ისევ კარტოფილი და ასე შემდეგ. ბოლოს მოასხით კვერცხისა და რძის მასა და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 60 წუთით. მოაყარეთ გახეხილი ყველი და შეაბრუნეთ ღუმელში 10 წუთით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან