კულინარია

კარტოფილის ლავაში (სამარხვო)

№52

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.12, 2020 წელი

კარტოფილი ლავაშში
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: ცომი - 300 გრამი ფქვილი, 200 მილილიტრი წყალი, 1 ჩაის კოვზი მარილი, ნახევარი  სადილის კოვზი ზეთი.

შიგთავსი:

👉 1 ცალი მოზრდილი კარტოფილი

👉 2 თავი ხახვი

👉 1 ცალი სტაფილო

👉 ნახევარი კონა ოხრახუში

👉 1 ჩაის კოვზი კურკუმა

👉 ცოტა იმბირი

👉 6 სადილის კოვზი ზეთი

👉 შავი პილპილი

👉 მარილი

👩‍🍳 მომზადების წესი:

კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, ტაფაზე დაასხით ცოტა ზეთი, კარგად გააცხელეთ და შებრაწეთ მასზე კარტოფილი 5 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი ხახვი. მოხრაკეთ ერთად. დაუმატეთ გახეხილი სტაფილო, ცოტა ზეთი და აურიეთ. დაასხით ცოტა წყალი. მოაყარეთ იმბირი, კურკუმა, მარილი, პილპილი, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კარგად აურიეთ. აცადეთ, ცოტა გაცივდეს.

თასში ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი, დაუმატეთ ცოტა მარილი, დაასხით ოთახის ტემპერატურის წყალი, ცოტა ზეთი და მოზილეთ ცომი. გადაზილეთ რამდენჯერმე ზეთიანი ხელებით. გაყავით შვიდ ტოლ ნაწილად. თითოეული გუნდა გააბრტყელეთ ოვალურ ფორმაზე. ერთ მხარეს დადეთ შიგთავსი. შემდეგ დაახვიეთ ტოლმასავით და ცოტა გააბრტყელეთ. დადეთ ზეთიან ტაფაზე და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი