კულინარია
კარტოფილის გუნდები (სამარხვო)
№26
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 4 ცალი კარტოფილი
🔸 5 სადილის კოვზი ზეთი
🔸 ნახევარი კონა წვრილად დაჭრილი კამა
🔸 250 გრამი სოკი
🔸 1 ცალი სტაფილო
🔸 1 თავი ხახვი
🔸 4 სადილის კოვზი საფანელი
🔸 მარილი, მწვანე ხახვი.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშული კარტოფილი გასრისეთ, მოაყარეთ მარილი, დაჭრილი კამა და აურიეთ. ცალკე ერთმანეთში შეურიეთ სოკი, გახეხილი სტაფილო, წვრილად დაჭრილი ხახვი. კარტოფილი კარგად აზილეთ, გააკეთეთ მისგან გუნდები. შიგნით სათითაოდ ჩაუდეთ თითო კოვზი შიგთავსი, კარგად შეკარით, ამოგანგლეთ საფანელში და შებრაწეთ ზეთიან ტაფაზე ორივე მხრიდან. ბოლოს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან