კარტოფილის ღვეზელი კეფირის ცომით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.11, 2022 წელი
![კარტოფილის ღვეზელი კარტოფილის ღვეზელი](/files/2022/10/28/6071/kartophilis-ghvezeli_w_h.jpeg)
„თბილისელები“ გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი კარტოფილის ღვეზელი.
საჭირო ინგრედიენტები:
შიგთავსისთვის – 200 გრამი ყველი, 300 გრამი კარტოფილი. ცომისთვის – 250 გრამი ფქვილი, 200 მილილიტრი კეფირი, 40 მილილიტრი ზეთი, 1 ჩაის კოვზი შაქარი, 1 ჩაის კოვზი სოდა, მარილი – გემოვნებით. 1 კვერცხის გული – ზემოდან მოსასმელად.
მომზადების წესი 👩🍳
მოხარშეთ კარტოფილი ოდნავ მარილიან წყალში. ფქვილს დაუმატეთ სოდა და ამოურიეთ. კეფირს დაუმატეთ ზეთი, მარილი და შაქარი. შემდეგ შეურიეთ ფქვილი. მიღებული ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და ცოტა ხანს გააჩერეთ. კარტოფილი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ გახეხილი ყველი და მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. ცომი გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი, თავი შეუკარით. ხელით ოდნავ გააბრტყელეთ და ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული გადაუსვით. გამოაცხვეთ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში. 10 წუთში მზად იქნება.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან