კარტოფილის ბურთულები ბეკონითა და ყველით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი კარტოფილის პიურე
🔸 3 კვერცხი
🔸 150 გრამი ბეკონი
🔸 3 კბილი ნიორი
🔸 100 გრამი მაგარი ყველი
🔸 2 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 მარილი, სუნელი, ცოტა შავი პილპილი
🔸 10 სადილის კოვზი საფანელი
🔸 200 მილილიტრი ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილის პიურე მოამზადეთ წინასწარ, შეაზავეთ რძითა და კარაქით. ძალიან წვრილად დაჭერით ბეკონი, ნიორი დააქუცმაცეთ. კარტოფილის პიურეში ჩაუმატეთ კვერცხი, შემდეგ დაქუცმაცებული ბეკონი, ნიორი, სუნელი, ცოტა მარილი და პილპილი. აურიეთ ძალიან კარგად, დაუმატეთ ცოტა ფქვილი და კიდევ კარგად აურიეთ. ყველი დაჭერით კუბიკებად. ცალკე, პატარა თასში, ათქვიფეთ ორი კვერცხი, ხელისგულზე დაიდეთ ცოტა პიურე, ჩააღრმავეთ და ჩადეთ ყველი. აქციეთ ბურთულად, ამოავლეთ ჯერ გათქვეფილ კვერცხში, შემდეგ – საფანელში და შებრაწეთ ძალიან ცხელ ტაფაზე, ადუღებულ ზეთში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან