კარტოფილის ბურთები ხორცის ფარშით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 30.08
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 5 ცალი კარტოფილი
🔸 400 გრამი შერეული ხორცის ფარში
🔸 1 კვერცხი
🔸 10 ცალი ისპანახის ფოთოლი
🔸 3 სადილის კოვზი გახეხილი ყველი პარმეზანი და 3 სადილის კოვზი გახეხილი ყველი ჩედერი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 მარილი და პილპილი – გემოვნებით
🔸 ზეითუნის ზეთი – შესაწვავად.
მომზადების წესი 👩🍳
ზეითუნის ზეთში მოხრაკეთ ხახვი, ნიორი, დაუმატეთ ხორცის ფარში და შუშეთ, სანამ ფარში თითქმის მზად არ იქნება, დაუმატეთ ისპანახის წვრილად დაჭრილი ფოთლები, მარილი, პილპილი და გააგძელეთ მოშუშვა. გათალეთ კარტოფილი, მსხვილად გახეხეთ და გაწურეთ. დაუმატეთ კვერცხი, პარმეზანი, მარილი, პილპილი და კარგად აურიეთ. აიღეთ პატარა ფიალა, ჩააფინეთ 2 ფენად საკვების შესაფუთი ცელოფანი ისე, რომ ჯამს კიდეებზეც გადმოეფინოს. ჩადეთ კარტოფილის მასის 1/4 და მიეცით ფიალის ფორმა. ჩაყარეთ გახეხილი ყველი ჩედერი, გულში მოათავსეთ ფარშის მასა და პარკს თავი მოუკარით. გააცივეთ მაცივარში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გადაიტანეთ ცხიმწასმულ ტაფაზე და გამოაცხვეთ ღუმელში 190 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან