კარტოფილის ბლინები ძეხვით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 02.10
გემრიელი ბლინების რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 3 ცალი კარტოფილი
🔸 1 კვერცხი
🔸 3 სადილის კოვზი ფქვილი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 100 გრამი ძეხვი – „საექიმო“
🔸 ნახევარი კონა კამა
🔸 მარილი – გემოვნებით, ზეთი.
მომზადების წესი 👩🍳
კარტოფილი და ხახვი გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე. კარგად დაწურეთ, შეურიეთ წვრილად დაჭრილი კამა, კვერცხი, ცოტა მარილი, აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ ფქვილი და ძალიან კარგად აურიეთ. დაჭერით ძეხვი ძალიან თხლად. ტაფაზე გაცხელებულ ზეთში დაასხით ნახევარი სადილის კოვზი კარტოფილის ცომი, მოამრგვალეთ და დაადეთ ზემოდან ძეხვის ნაჭერი, ცოტა ცომი ზედაპირზეც წაუსვით, შეფუთეთ ძეხვი, შებრაწეთ ორივე მხრიდან და მზად არის, მიირთვით რგოლებად დაჭრილ პომიდორთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან