კარტოფილის ბლინები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 04.12, 2021 წელი

კარტოფილის ბლინების გემრიელი რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ჭიქა ფქვილი, 2 ჭიქა წყალი, 3 სუფრის კოვზი ზეთი
🔸 300 გრამი კარტოფილი, 150 გრამი სოკო
🔸 1 თავი ხახვი, მარილი და პილპილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
შეურიეთ წყალი და ზეთი ერთმანეთს. ცალკე ჯამში შეურიეთ ფქვილი, მარილი და დაასხით სითხის ნაწილი. კარგად ათქვიფეთ. შემდეგ, დაამატეთ დარჩენილი სითხე. მიიღებთ კეფირის სისქის ცომს. ტაფა გააცხელეთ საშუალო ცეცხლზე, მოუსვით ზეთი და გამოაცხვეთ ბლინები ორივე მხრიდან.
კარტოფილი მოხარშეთ და დაჭყლიტეთ. დაჭრილი სოკო და ხახვი მოშუშეთ, შეურიეთ კარტოფილს, დაამატეთ მარილი და პილპილი და კარგად აურიეთ. მოათავსეთ გულსართი ბლინებზე, გადაახვიეთ და ოდნავ დაბრაწეთ ზეთიან ტაფაზე.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან