კულინარია

კარტოფილის აჩმა ხორცის შიგთავსით

№47

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.12, 2023 წელი

კარტოფილის აჩმა
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები: 

🔸 700 გრამი კარტოფილი

🔸 400 გრამი შერეული ხორცის ფარში

🔸 1 თავი ხახვი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 1 კვერცხი

🔸 80 გრამი არაჟანი

🔸 1 ცალი პომიდორი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 50 გრამი ყველი

🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით

🔸 ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ფარშს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ნიორი, კვერცხი, მარილი და შავი პილპილი. კარგად აურიეთ. დაჭერით კარტოფილი თხელ, მრგვალ ნაჭრებად. საცხობ ფორმაზე წაუსვით მცენარეული ზეთი და მოალაგეთ კარტოფილი ძირზე და გვერდებზე. ცალკე დაიტოვეთ მცირე რაოდენობა. დაამატეთ მარილი. ხორცისგან ბურთულები დაამზადეთ და კარტოფილზე მოაწყვეთ. დაჭერით პომიდორი პატარა ნაჭრებად, დაამატეთ არაჟანი და აურიეთ. მოასხით გამზადებული მასა ხორცის შუაგულში. სტაფილო გახეხეთ, მოაყარეთ ხორცის ბურთულებს, მოათავსეთ დარჩენილი კარტოფილის ნაჭრები ხორცის ბურთულების გარშემო. დაფარეთ ფორმა ფოლგით და გამოაცხვეთ 200°C–ზე 30-40 წუთის განმავლობაში. შემდეგ გამოიღეთ ფორმა ღუმელიდან, მოხსენით ფოლგა, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დააბრუნეთ ღუმელში, გამოაცხვეთკიდევ 10-15 წუთით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა