კულინარია

კარამელიანი დესერტი შავი ქლიავით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 21.11

კარამელიანი დესერტი
დაკოპირებულია

გემრიელი დესერტის რეცეპტს ,,თბილისელები" გიზიარებთ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1,3 ჭიქა ფქვილი

🔸 120 გრამი კარაქი

🔸 2 სადილის კოვზი არაჟანი

🔸 2 სადილის კოვზი კაკაო

🔸2 სადილის კოვზი შაქარი

🔸 1 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸400 გრამი ხაჭო, 180 გრამი მოხარშული, შესქელებული რძე

🔸 2 სადილის კოვზი კარტოფილის ფქვილი

🔸 2 კვერცხი, 150 გრამი შავი ქლიავი, ცოტა რომი ან კონიაკი.

მომზადების წესი 👩‍🍳

შავი ქლიავი დაალბეთ კონიაკში. დარბილებულ კარაქს შეურიეთ კაკაო, შაქარი და არაჟანი. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი, ცომის გამაფხვიერებელი და მოზილეთ ცომი. აიღეთ მრგვალი ფორმა. 18-20 სანტიმეტრის დიამეტრით. მასში მოათავსეთ ცომი. კარგად აუმაღლეთ ნაპირები და მოათავსეთ მაცივარში. მოიტოვეთ ცომის მცირე მასა და გაყინეთ.

ხაჭოში შეურიეთ შესქელებული რძე, კარტოფილის ფქვილი, კვერცხი, ქლიავის წვენი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით. მაცივრიდან გამოიღეთ ფორმა და მის ძირში ჩაალაგეთ ქლიავი. ზემოდან მოასხით ხაჭოს კრემი. გამოიღეთ გაყინული ცომი, გახეხეთ და მოაყარეთ დესერტს.

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე. 35 წუთის განმავლობაში. მორთეთ გახეხილი შოკოლადით ან მოაყარეთ ცოტა კაკაო.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

29 ნოემბერი- 5 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ერმალო მაღრაძე

ერმალო მაღრაძე: ჩემი წინაპრები გამოყარეს სამოთხიდა...