კულინარია

ქამა სოკო ლორითა და ყველით

№23

ავტორი: „თბილისელები“ 01:23 19.06

სოკო
დაკოპირებულია

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 2 ნაჭერი ლორი

🔸 2 მოზრდილი ქამა სოკო

🔸 2 ნაჭერი მდნარი ყველი

🔸 2 ცალი პომიდორი ჩერი

🔸 ოხრახუში და ცოტა პიტნა

🔸 მარილი – გემოვნებით

🔸 2 ცალი თხელი ბლინი.

მომზადების წესი 👩‍🍳

სოკო გაარჩიეთ, გარეცხეთ და შეაშრეთ. ლორი და ყველი დაჭერით თხელ ნაჭრებად. ლორს ზემოდან დაადეთ ყველი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, მწვანილი, გადაახვიეთ რულეტად და მოათავსეთ სოკოში. გადაანაწილეთ საცხობ ჯამში და 200 გრადუსზე გამოაცხვეთ, დაალაგეთ თხელ ბლინებზე ან ლავაშზე და მიირთვით.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა