კაკლიანი ბურთულები
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 20.04

გემრიელი ტკბილეულის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 200 გრამი კარაქი
🔸 100 გრამი შაქარი
🔸 1 სადილის კოვზი ვანილის შაქარი
🔸 150 გრამი ფქვილი
🔸 50 გრამი სახამებელი (სიმინდის ან კარტოფილის)
🔸 მწიკვი მარილი
🔸 200 გრამი დაფქული ნიგოზი
🔸 100 გრამი რძიანი შოკოლადი
🔸 50 მილილიტრი ნაღები
🔸 20 გრამი კარაქი (შიგთავსისთვის).
მომზადების წესი 👩🍳
შიგთავსი: შოკოლადი დატეხეთ, დაუმატეთ ნაღები და კარაქი, გადნეთ წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე და გააცივეთ.
ცომის მომზადება – რბილი კარაქი აურიეთ შაქართან, ვანილის შაქართან და მწიკვ მარილთან, სანამ ნაზავი ჰაეროვანი არ გახდება. დაუმატეთ ფქვილი, სახამებელი და დაფქული ნიგოზი, მოზილეთ რბილი ცომი და შეინახეთ მაცივარში 20 წუთით. გაცივებული ცომისგან გააკეთეთ კაკლის ზომის ბურთულები. თითოეულ ბურთულაში გააკეთეთ მცირე ჩაღრმავება (მაგალითად, კოვზის უკანა მხარით).
გამოაცხვეთ 180°C-მდე გაცხელებულ ღუმელში 10-15 წუთის განმავლობაში. ცხელი ბურთულები ძალიან მყიფეა, ამიტომ სჯობს, საცხობ ფირფიტაზევე გააცივოთ.
გაცივებული შიგთავსი ათქვიფეთ და ჩაასხით ბურთულებში, შეგიძლიათ, გამოიყენოთ საკონდიტრო ტომარა ან, უბრალოდ, ჩაის კოვზი.
ეს გემრიელი და არომატული ბურთულები შესანიშნავია ჩაისთან ან ყავასთან ერთად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან