ყაბაყის სალათა მზესუმზირის მარცვლებით ნატა გულიაშვილისგან
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.08, 2024 წელი
ნატა გულიაშვილი საყვარელი კერძის რეცეპტს "თბილისელებს" უზიარებს👇
კარგი ხელი მაქვს და სამზარეულოში ტრიალიც მსიამოვნებს. თავად ძალიან მიყვარს ხორცისგან დამზადებული კერძები, თუმცა ახლა ვცდილობ, მსუბუქად ვიკვებო და წონა შევინარჩუნო. კარგად გამომდის სალათები, წვნიანები, ბაჟე და ჩინური ტორტი. ჩემს საყვარელ ჟურნალ „თბილისელების“ მკითხველებს მინდა, შევთავაზო ყაბაყის ჯანსაღი, სასარგებლო, მსუბუქი, პიკანტური, დახვეწილი გემოს საზაფხულო სალათა.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ქორფა ყაბაყი
🔸 1 კონა მწვანე ხახვი
🔸 2 კბილი ნიორი
🔸 80 გრამი კეფირი
🔸 80 გრამი მზესუმზირის ზეთი
🔸 მარილი და შავი პილპილი – გემოვნებით
🔸 მზესუმზირის მარცვლები – მოსაყრელად.
მომზადების წესი 👩🍳
ყაბაყი დაჭერით თხლად. წვრილად დაჭერით მწვანე ხახვი. შეურიეთ ერთმანეთს მწვანე ხახვი და ყაბაყი, მოაყარეთ მარილი და მოასხით მზესუმზირის ზეთი. გააჩერეთ 20 წუთით. ცალკე ჯამში შეურიეთ კეფირი, დაჭყლეტილი და ძალიან წვრილად დაჭრილი ნიორი, მარილი და პილპილი. სალათას მოასხით დრესინგი, მოაყარეთ მოხალული მზესუმზირის გულები და მიირთვით გემრიელად.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან