ყაბაყის რაგუ არაჟნის სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 31.05

ყაბაყის გემრიელი კერძის რეცეპტი ,,თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი ყაბაყი, 1 თავი ხახვი
🔸1 ცალი ბულგარული წიწაკა
🔸 2 ცალი პომიდორი
🔸 3 კბილი ნიორი, ნახევარი კონა ოხრახუში
🔸 მარილი – გემოვნებით
🔸 ცოტა ცხარე წიწაკა, ფქვილი
🔸 1 სადილის კოვზი ტკბილი წიწაკა
🔸 200 გრამი არაჟანი
🔸 120 მილილიტრი წყალი
🔸 2 სადილის კოვზი ზეთი.
მომზადების წესი
ხახვი დაჭერით წვრილ კუბიკებად, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ მომცრო კუბიკებად დაჭრილი ბულგარული წიწაკა, დაასხით 60 მილილიტრი წყალი, ჩაუმატეთ კუბიკებად დაჭრილი პომიდორი და ყაბაყი და განაგრძეთ მოშუშვა.
სოუსისთვის თასში ერთმანეთს შეურიეთ 60 მილილიტრი წყალი და ფქვილი, დაუმატეთ არაჟანი და აქციეთ ერთგვაროვან მასად. რაგუში ჩაუმატეთ მარილი, ტკბილი და ცხარე წიწაკა, მოასხით სოუსი და აურიეთ. რომ წამოდუღდება, გამორთეთ, მოაყარეთ დაქუცმაცებული მწვანილი და ნიორი და მზად არის.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან