ყაბაყის ლაზანია ფარშითა და ბეშამელის სოუსით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00

საჭირო ინგრედიენტები:
🔸 2 ცალი ყაბაყი
🔸 800 გრამი ქათმის ფარში
🔸 400 მილილიტრი პომიდორი საკუთარ წვენში (ან ცოცხალი და გახეხილი)
🔸 1 თავი ხახვი, 1 ცალი სტაფილო
🔸 2 კბილი ნიორი, ნახევარი კონა ოხრახუში, ნახევარი კონა ბაზილიკი
🔸 5 სადილის კოვზი ზეთი
🔸 250 გრამი ყველი (პარმეზანი ან სხვა)
🔸 მარილი, პილპილი — გემოვნებით.
ბეშამელის სოუსისთვის:
🔸 800 მილილიტრი რძე
🔸 80 გრამი კარაქი
🔸 80 გრამი ფქვილი.
მომზადების წესი 👩🍳
ყაბაყი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოშუშეთ ხახვი და სტაფილო, დაუმატეთ ფარში, ნიორი, პომიდორი და შეწვით – 7–10 წუთი საკმარისი იქნება. დაუმატეთ მწვანილი და სანელებლები.
ბეშამელის სოუსი: კარაქში მოშუშეთ ფქვილი, დაუმატეთ რძე, კარაქი და ურიეთ, სანამ გასქელდება.
ფორმაში ფენებად ჩაალაგეთ ყაბაყი, ფარში, მოასხით ბეშამელი, მოაყარეთ ყველი და გაიმეორეთ ფენებად ამ თანმიმდევრობით. ზემოდან მოაყარეთ ყველი და გამოაცხვეთ 180–200°-ზე 30-40 წუთის განმავლობაში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან