კულინარია

ყაბაყის, კვერცხისა და მწვანე ხახვის მობრაწულა ნუცა სურგულაძისგან

№46

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 26.11, 2021 წელი

ნუცა სურგულაძის კერძი
დაკოპირებულია

ნუცა სურგულაძე საყვარელი კერძის რეცეპტს ,,თბილისელებს" უზიარებს 👇

ბავშვობიდან მიყვარდა სამზარეულოში ტრი­ალი და პროფესიადაც ეს სფერო ავირჩიე – კულინარია. შეფმზარეულობა ძალიან საპა­სუხისმგებლო საქმეა, გარდა იმისა, რომ კარგად უნდა ამზადებდე, უნდა შეგეძლოს გემოების შეხამება, დადებითი ენერგეტიკის კერძში ჩადება და იმ განწყობით მომზადება, რასაც ყველა ინგრედიენტი გრძნობს და შესაბამისად, მომზადების შემდგომ, კერძის გემოზეც აისახება. ერთი სიტყვით, მთლიანად ორიენტირებული უნდა იყო იმ კერძსა თუ დესერტზე, რასაც ამზადებ. თუმცა, გიწევს გამზადებულის დაგემოვნება და ამის გამო, წონა გაგირბის. ძნელია, მაგრამ ვისწავლე საკუთარი მადის მოთოკვა, სწორი, დაბალანსებური კვება და შესაბამისად, ფორმაშიც ჩავდექი. ზოგადად, აუცილებელია, როცა სამზარეულოში ხართ, განწყობაც კარგი გქონდეთ და მაქსიმალური მონდომება სცადოთ იმაში, რასაც ამზადებთ. ახლა კი, გასწავლით საკმაოდ მარტივად მოსამზადებელი საუზმის – ყაბაყის, კვერცხისა და მწვანე ხახვის მობრაწულას რეცეპტს, რომელიც ძალიან სასარგებლო, ჯანსაღი და იმავდროულად, ვიზუალურად ლამაზია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 კვერცხი (1 მთლიანი და 2-ის ცილა)

🔸 1 ყაბაყი, 1 კონა მწვანე ხახვი

🔸 2 ნაჭერი ძეხვი, მარილი და პილპილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი მრგვლად დაჭერით. მწვანე ხახვის თავი დაჭერით წვრილად და რამდენიმე წამით ზეთში მოშუშეთ. გადაიტანეთ ტაფაზე ყაბაყის ნაჭრები და ორივე მხარეს შეწვით. დაამატეთ დაჭრილი ძეხვი. ჯამში მსუბუქად ათქვიფეთ 1 მთლიანი კვერცხი და 2 კვერცხის ცილა. დაუმატეთ მარილი და პილპილი. კვერცხის მასა ყაბაყის ნაჭრებს დაასხით, ტაფას თავი დაახურეთ და 2-3 წუთით დაბალ ცეცხლზე დატოვეთ.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

8-15 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი