კულინარია

ყაბაყის ბლინები ყველით

№45

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 13.11

ყაბაყის ბლინები
დაკოპირებულია

გემრიელი ბლინების რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 3 ცალი მოზრდილი ყაბაყი

🔸 4 ცალი კვერცხი

🔸 300 გრამი ფქვილი

🔸 2 კბილი ნიორი

🔸 ნახევარი ჭიქა არაჟანი

🔸 2 ჩაის კოვზი მარილი

🔸ნახევარი კოვზი შავი პილპილი

🔸 8 სადილის კოვზი ზეთი.

შიგთავსი: 800 გრამი ქათმის ფილე, 200 გრამი მდნარი ყველი, 1 თავი ხახვი, 1 ჩაის კოვზი მარილი, შავი პილპილი – გემოვნებით, ზეთი.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გათალეთ და შიგთავსი ამოაცალეთ. შემდეგ გახეხეთ წვრილკბილა სახეხზე და კარგად დაწურეთ. მოათავსეთ თასში, შეურიეთ კვერცხი, ნიორი, მარილი, პილპილი, არაჟანი და ძალიან კარგად აურიეთ,

ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, მოშუშეთ ზეთში და მოათავსეთ ცალკე თასში. ქათმის ფილე დაჭერით მომცრო კუბიკებად, მოხრაკეთ ცხელ ზეთში, უყავით მარილი და პილპილი, დაუმატეთ მდნარი ყველი და აურიეთ ძალიან კარგად, სანამ ყველი არ დადნება, შემდეგ მოაყარეთ ხახვი და აურიეთ, შიგთავსი მზად არის.

ყაბაყიან მასაში შეურიეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი – ჩვეულებრივი ალადების კონსისტენციის, ცომიც და შიგთავსიც გაყავით 8 ტოლ ნაწილად, ცხელ ზეთიან ტაფაზე გამოაცხვეთ 8 ბლინი. სათითაოდ გამოაცხვეთ ორივე მხარეს და თითოეულის ნახევარზე დებთ შიგთავსს, მერე კი გადაკეცავთ, ცოტა ხანი გააჩერებთ დაბალ ცეცხლზე და მზად არის. შიგთავსში ფილეს ნაცვლად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოშუშული სოკო.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №48

27 ნოემბერი- 3 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი