კულინარია

ყაბაყი სტაფილოთი სოუსში (სამარხვო)

№10

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 14.03, 2023 წელი

ყაბაყი სტაფილოთი
დაკოპირებულია

ყაბაყის გემრიელი სამარხვო კერძი ,,თბილისელებისგან" 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸1 ცალი მოზრდილი ყაბაყი

🔸 1 ცალი სტაფილო

🔸 1 თავი ხახვი

🔸 1 კბილი ნიორი

🔸 2 სადილის კოვზი სამარხვო მაიონეზი

🔸 2 სადილის კოვზი ზეთი

🔸 ნახევარი ცხარე წიწაკა ჩილი

🔸 ცოტა ოხრახუში

🔸 ცოტა ქონდარი

🔸 ნახევარი სადილის კოვზი ლიმონის წვენი

🔸 შავი პილპილი, მარილი, ორეგანო.

მომზადების წესი 👩‍🍳

ყაბაყი გარეცხეთ და გათალეთ, შემდეგ გახეხეთ, დანამეთ ლიმონის წვენით, ხახვი დაჭერით ნახევარრგოლებად, სტაფილო გახეხეთ, ნიორი დაჭერით ძალიან თხელ ფირფიტებად, ტაფაზე გააცხელეთ ზეთი და მოშუშეთ ხახვი, ჩაუმატეთ სტაფილო და აურიეთ რამდენჯერმე. დაუმატეთ გახეხილი ყაბაყი, კიდევ აურიეთ, 2-3 წუთის განმავლობაში შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ მარილი, ჩილი, შავი პილპილი და ნიორი, აურიეთ. კარგად. ბოლოს შეურიეთ მაიონეზი, ორეგანო, წვრილად დაჭრილი მწვანილი და ორ წუთში მზად არის.

გემრიელად მიირთვით!

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი