კულინარია

ქაბაბი თევზისგან

№26

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 03.07

თევზის ქაბაბი
დაკოპირებულია

თევზის გემრიელი ქაბაბის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 500 გრამი თევზის ფარში

🔸 1 ჩაის კოვზი სოიის სოუსი

🔸1 ნაჭერი პური („ბატონი“)

🔸 3 სადილის კოვზი რძე

🔸 3 სადილის კოვზი ბრინჯი

🔸 1 ჩაის კოვზი მუსკატის კაკალი

🔸 1 კვერცხი

🔸 ნახევარი კონა მწვანე ხახვი

🔸 ცოტა ხმელი ქონდარი.

მომზადების წესი 👩‍🍳

თევზის ფილე დააქუცმაცეთ, შეურიეთ სოიის სოუსი და აურიეთ. „ბატონი“ დაალბეთ რძეში და შემდეგ შეურიეთ ფარშში. ჩაუმატეთ მუსკატის კაკალი და ხმელი ქონდარი, კვერცხი, დაქუცმაცებული მწვანე ხახვი, მოხარშული ბრინჯი და აურიეთ. კარგად რომ აზელთ, გააკეთეთ მისგან გრძელი კატლეტი, შეახვიეთ ფოლგაში და გამოაცხვეთ ცხელ აირღუმელში. მიირთვით ცხელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

1–7 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული