ქაბაბი ფენოვან ცომში
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 06.12, 2023 წელი

გემრიელი ქაბაბის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 300 გრამი ქათმის ფილე
🔸 300 გრამი ძროხის რბილი ხორცი
🔸 1 თავი ხახვი
🔸 70 გრამი შავი ქლიავის ჩირი
🔸 200 გრამი ფენოვანი ცომი
🔸 მშრალი რეჰანი
🔸 მარილი – გემოვნებით
🔸 წითელი ცხარე წიწაკა.
მომზადების წესი 👩🍳
ფილე და ძროხის ხორცი გაატარეთ ხორცსაკეპში. შეურიეთ ერთმანეთში, დაუმატეთ, ასევე, ხორცსაკეპში გატარებული ხახვი, უყავით მარილი და წითელი ცხარე წიწაკა, რეჰანი და კარგად აურიეთ. აიღეთ შამფური, წამოაცვით მათზე ორი ცალი შავი ქლიავის ჩირი ისე, რომ ერთმანეთს ორი-სამი სანტიმეტრით იყოს დაშორებული. ჩირებს შემოახვიეთ ფარში და მიეცით ქაბაბის ფორმა.
გააბრტყელეთ ფენოვანი ცომი, დაჭერით ორი სანტიმეტრი სიბრტყის ზოლებად, შემოახვით ქაბაბებს, ისე რომ ხორცი ჩანდეს, დაალაგეთ ზეთწასმულ ტაფაზე, გამოცხვეთ 170 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში, მიირთვით კეტჩუპით, ან ტყემლით.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან