კულინარია

ქაბაბი მოცარელათი

№32

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 16.08, 2023 წელი

ქაბაბი მოცარელათი
დაკოპირებულია

გემრიელი ქაბაბის რეცეპტი „თბილისელებისგან“ 👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 600 გრამი ცხვრის ნაკლებცხიმიანი ხორცი

🔸 300 გრამი ცხვრის ფაშვი (ბადექონი)

🔸 1 თავი ხახვი

🔸 3 კბილი ნიორი

🔸 1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა

🔸 1 კონა ოხრახუში

🔸 2 სადილის კოვზი მაიონეზი

🔸 1 ჩაის კოვზი მარილი

🔸 შავი პილპილი

🔸 ყველი მოცარელა (ან ნაკლებმარილიანი სულგუნი).

მომზადების წესი 👩‍🍳

ხორცისგან მოამზადეთ ფარში. ჩაუმატეთ გატარებული ხახვი, ნიორი, დაქუცმაცებული მწვანილი და დაქუცმაცებული ბულგარული წიწაკა, მოასხით მაიონეზი, მოაყარეთ მარილი, შავი პილპილი და აურიეთ.

ფაშვი (ბადექონი) გაშალეთ მოზრდილ ხის დაფაზე. გაყავით ფარში ექვს ნაწილად, ექვსივეს მიეცით ქაბაბის ფორმა, ყველი დაჭერით 6 გრძელ, ქაბაბის ზომის ჩხირად და მოათავსეთ თითოეული ქაბაბის შიგნით. შემდეგ გადაახვიეთ ბადექონში, ანუ ფაშვში, როგორც „აფხაზურა“, შებრაწეთ ცხელ აირღუმელში. ცხიმი აღარ უნდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა