კულინარია
ქაბაბი მდოგვის სოუსში
№27
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 10.07
გემრიელი ქაბაბის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 500 გრამი ქათმის ფარში
🔸 150 გრამი ბეკონი
🔸 1 ხახვი
🔸 3 სადილის კოვზი მანანის ბურღული
🔸 მარილი, შავი პილპილი
🔸 2 სადილის კოვზი მდოგვი
🔸 1 კვერცხი, ზეთი - შესაწვავად.
სოუსი: 2 სადილის კოვზი პომიდვრის საწებელი, 1 ჩაის კოვზი მდოგვი.
მომზადების წესი 👩🍳
ფარშში შეურიეთ მანანის ბურღული, კვერცხი, მარილი, პილპილი და მდოგვი. კარგად აურიეთ და გააჩერეთ 20 წუთი. გააკეთეთ ფარშისგან ქაბაბები, გადაახვიეთ ბეკონში და წამოაცვით გრძელ ჩხირზე. შებრაწეთ ძალიან ცხელ, ზეთიან ტაფაზე ყველა მხრიდან. შემდეგ გადააფარეთ ფოლგა და შედგით ცხელ აირღუმელში 30 წუთით.
საწებელს შეურიეთ მდოგვი. გამოიღეთ ღუმლიდან ქაბაბი და მოასხით ზემოდან.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან