ქაბაბი ქათმით
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 15.05, 2023 წელი
ქათმის გემრიელი ქაბაბის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1 ცალი თხელი ლავაში
🔸 400 გრამი ქათმის ფილე
🔸2 ცალი კიტრი, 2 ცალი პომიდორი
🔸 ნახევარი თავი წითელი ხახვი
🔸 ნახევარი კონა ქინძი
მარინადი: შავი პილპილი, 1 ჩაის კოვზი ძირა, 1 ჩაის კოვზი კორდემონი, ნახევარი ჩაის კოვზი კურკუმა, ნახევარი ჩაის კოვზი მშრალი ნიორი, ნახევარი ჩაის კოვზი წითელი, ტკბილი წიწაკა, მარილი, 1 სადილის კოვზი ზეთი.
სოუსი: 4 სადილის კოვზი მაიონეზი, 2 კბილი ნიორი, 1 ჩაის კოვზი კორიანდრი, ლიმონის წვენი, მარილი – გემოვნებით.
მომზადების წესი 👩🍳
ქათმის ფილეს კარგად წაუსვით მარინადის სუნელები და ზეთი, მარილი, პილპილი და გააჩერეთ, მინიმუმ, ერთი საათი.
მოამზადეთ სოუსი: მაიონეზში შეურიეთ ცოტა ლიმონის წვენი, ნიორი, ცოტა მარილი და სუნელი.
ძალიან ძლიერ ცეცხლზე, შებრაწეთ ფილე ორივე მხრიდან, მზა ფილე გაახვიეთ და შეფუთეთ ფოლგაში, რომ თბილი დარჩეს.
პომიდორი დაჭერით რგოლებად, კიტრი – წვრილ ჩხირებად, წითელი ხახვი – ნახევარრგოლებად, ფილე ხელით დაჩეჩეთ, ლავაში დაჭერით სწორკუთხედებად ზომით 20/30-ზე, ნაჭრებზე დაალაგეთ კიტრი, პომიდორი, ფილე, ხახვი, მოაყარეთ ქინძი, მოასხით სოუსი, შეახვიეთ და მოათავსეთ გრილზე ან ტოსტერში.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან