კულინარია

ქა­მა სო­კო ყვე­ლ­ით

№5

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.02, 2021 წელი

ქამა სოკო ყველით
დაკოპირებულია

სა­ჭ­ი­რო  ინ­გ­რ­ე­დ­ი­ე­ნ­ტ­ე­ბი: 8 ცა­ლი მო­­ზ­­რ­დ­ი­ლი ქა­მა სო­კო,  150 გრა­მი ყვე­ლი ფე­ტა, სა­მი  ფი­რ­ფ­ი­ტა რბი­ლი, მდნა­რი ყვე­ლი, 2 ცა­ლი პო­მ­ი­დ­ო­რი ჩე­რი, 2 სა­დ­ი­ლ­ის კო­ვ­ზი ზე­ი­თ­უ­ნ­ის ზე­თი,  ორ­ე­გ­ა­ნო, მა­რ­ი­ლი, ნი­ო­რი. 

მო­მ­ზ­ა­დ­ე­ბ­ის წე­სი: სო­კ­ო­ე­ბს მო­ა­ც­ი­ლ­ეთ ფე­ხ­ე­ბი. შე­მ­დ­ეგ გა­ა­ს­უ­ფ­თ­ა­ვ­ეთ. მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ ძა­ლ­ი­ან ცხელ აი­რ­ღ­უ­მ­ე­ლ­ში. 5-10 წუ­თ­ით. გა­მ­ო­ი­ღ­ეთ. ფე­ტა და­ფ­ხ­ვ­ე­ნ­ით. შე­მ­დ­ეგ ჩა­ნ­გ­ლ­ით გა­ს­რ­ი­ს­ეთ. და­უ­მ­ა­ტ­ეთ წვრი­ლ­ად და­ჭ­რ­ი­ლი სო­კ­ოს ფე­ხ­ე­ბი. ცო­ტა ორ­ე­გ­ა­ნო და აუ­რ­ი­ეთ. ეს მა­სა გა­დ­ა­ა­ნ­ა­წ­ი­ლ­ეთ სო­კ­ოს თა­ვ­ე­ბ­ში. პო­მ­ი­დ­ო­რს გა­დ­ა­ა­ც­ა­ლ­ეთ კა­ნი და და­ა­ქ­უ­ც­მ­ა­ც­ეთ. უყ­ა­ვ­ით ცო­ტა მა­რ­ი­ლი, ზე­ი­თ­უ­ნ­ის ზე­თი და ცო­ტა ნი­ო­რი. სო­კო მო­ა­თ­ა­ვ­ს­ეთ ცე­ც­ხ­ლ­გ­ა­მ­ძ­ლე ტა­ფ­ა­ზე, მო­ა­ს­ხ­ით პო­მ­ი­დ­ვ­რ­ის სო­უ­სი, და­ა­ფ­ა­რ­ეთ ყვე­ლ­ის ფი­რ­ფ­ი­ტ­ე­ბი და გა­მ­ო­ა­ც­ხ­ვ­ეთ მა­ღ­ალ ტე­მ­პ­ე­რ­ა­ტ­უ­რ­ა­ზე. 10 წუ­თ­ში მზად იქ­ნ­ე­ბა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №22

2-8 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა