კულინარია

ჯანსაღი ტკბილეული - ხაჭოს რაფაელო ბანანის არომატით მარიკა თხელიძისგან

№48

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 09.12, 2023 წელი

მარიკა თხელიძის კერძი
დაკოპირებულია

მარიკა თხელიძე საყვარელი კერძის რეცეპტს „თბილისელებს“ უზიარებს 👇

უპირატესობას ჯანსაღ კვებას ვანიჭებ და ვცდილობ, ოჯახის წევრებისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის სწორედ ასეთი პროდუქტი შევარჩიო და მოვამზადო გემრიელი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო კერძები, ცოცხალი ბოსტნეულის სალათები თუ დესერტები. ადრე არ მიცდია ხორცეულის მომზადება, თუმცა, ჩემს მეუღლეს უყვარს ხორცეულისგან მომზადებული საჭმელები, ვცადე და გემრიელი გამომივიდა. შვილებისთვის კი ჯანსაღი პროდუქტებისგან სხვადასხვა დესერტსა და ტკბილეულს ვამზადებ. აქვე გასწავლით, უსაფრთხო და ნატურალური დესერტის, უგემრიელესი ხაჭოს რაფაელოს მომზადებას, რომელიც უმარტივესი მოსამზადებელია.

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 200 გრამი ხაჭო

🔸 2 ცალი ბანანი

🔸 1 პაკეტი ვანილი და ქოქოსის ფანტელები – ამოსავლებად.

მომზადების წესი 👩‍🍳

ბანანს მოაცილეთ ქერქი და რბილობი დააბლენდერეთ. დაუმატეთ ხაჭო, მოაყარეთ ვანილი, კარგად ამოურიეთ და ხელით მომცრო ზომის რგოლები გააკეთეთ. ბოლოს ხაჭოს და ბანანის რგოლები ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში და გააჩერეთ მაცივარში, დაახლოებით, ნახევარი საათი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №18

5-11 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა