კულინარია

იტალიური ტორტი მარწყვით

№35

ავტორი: „თბილისელები“ 12:00 08.09, 2024 წელი

ტორტი მარწყვით
დაკოპირებულია

მარწყვის დესერტის რეცეპტი "თბილისელებისგან"👇

საჭირო ინგრედიენტები:

🔸 1,5 ჭიქა ფქვილი

🔸 90 გრამი კარაქი

🔸 სამი მეოთხედი ჭიქა ყავისფერი შაქარი

🔸 2 კვერცხი

🔸 2 სადილის კოვზი რძე

🔸 1,5 ჩაის კოვზი ცომის გამაფხვიერებელი

🔸 სულ ცოტა მარილი

🔸 1 ჩაის კოვზი დარიჩინი

🔸 10 ცალი მარწყვი

🔸 100 მილილიტრი ნაღები

🔸 შაქრის პუდრა.

მომზადების წესი 👩‍🍳

თასში კარგად ათქვიფეთ დარბილებული კარაქი და შაქარი, დაუმატეთ კვერცხი, ოთახის ტემპერატურის რძე და კიდევ კარგად ათქვიფეთ;

ფქვილში შეურიეთ გამაფხვიე-რებელი ცოტა მარილი, დარიჩინი და კარგად აურიეთ, შემდეგ ნელ-ნელა ჩაყარეთ რძიან და კვერცხიან მასაში, მოზილეთ ცომი, მოათავსეთ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში და ზემოდან ლამაზად მოალაგეთ შუაზე გაჭრილი მარწყვები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ აირღუმეში.

თასში კარგად ათქვიფეთ ნაღები, მოათავსეთ მაცივარში და გააცივეთ. წაუსვით უკვე კარგად გაგრილებულ ღვეზელს და მოაფრქვიეთ შაქრის პუდრა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა