იტალიური ტარტი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 23.04, 2023 წელი

გემრიელი ტარტის რეცეპტი ,,თბილისელებისგან" 👇
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 1,5 ჭიქა ფქვილი
🔸 90 გრამი კარაქი
🔸 სამი მეოთხედი ჭიქა ყავისფერი შაქარი
🔸 2 კვერცხი
🔸 2 სადილის კოვზი რძე
🔸1,5 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
🔸 სულ ცოტა მარილი
🔸 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
🔸 10 ცალი მარწყვი
🔸 100 მილილიტრი მაღალი ცხიმიანობის ნაღები
🔸 შაქრის პუდრა.
მომზადების წესი 👩🍳
დარბილებული კარაქი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაუმატეთ კვერცხი და ოთახის ტემპერატურის რძე, ათქვიფეთ ძალიან კარგად. ფქვილში შეურიეთ მარილი, დარიჩინი და გამაფხვიერებელი, ჩაუმატეთ კვერცხიან მასას და აურიეთ ძალიან კარგად. ცომი ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში, მოასწორეთ ზედაპირი, ზემოდან სიმეტრიულად დააწყვეთ მარწყვები და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე,
ცალკე ათქვიფეთ ნაღები. გამოიღეთ ბისკვიტი, მოაყარეთ შაქრის პუდრა და მოასხით ათქვეფილი ნაღები.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან