ისპანახისა და ყველის ღვეზელი
ავტორი: „თბილისელები“ 12:00 01.06

ისპანახისა და ყველის ღვეზელის რეცეპტი „თბილისელებისგან“.
საჭირო ინგრედიენტები:
🔸 150 გრამი გახეხილი სულგუნი
🔸 150 გრამი გახეხილი იმერული ყველი
🔸 2 კონა ისპანახი
🔸 1 სადილის კოვზი კარაქი
🔸 1 კვერცხი და 1 შეკვრა მზა ცომი.
მომზადების წესი 👩🍳
ისპანახი მოწალეთ და დაჭერით, შეურიეთ ყველი. გააბრტყელეთ ცომი, გაყავით ორ ნაწილად. ერთ ნაწილზე გადაანაწილეთ ყველისა და ისპანახის მასა და ცომის მეორე ნაწილი ზემოდან დააფარეთ. გვერდები კარგად ამოუკეცეთ და დადეთ საცხობ ფირფიტაზე. აცხვეთ ღუმელში 250 გრადუსზე, 15 -20 წუთით. საბოლოო გამოცხობამდე რამდენიმე წუთით ადრე, ზემოდან კარაქი გადაუსვით, მოაყარეთ გახეხილი სულგუნისა და ათქვეფილი კვერცხის გულის ნაზავი და 2-3 წუთის შემდეგ გამოიღეთ ღუმლიდან.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები ამავე კატეგორიიდან